Thursday, December 24, 2009
რატომ სჭირდება ბავშვს რეპეტიტორთან მომზადება?
მისაღები გამოცდების ტესტების შედგენა სკოლის პროგრამის გათვალისწინებით არ ხდება. ის უფრო მაღალ სტანდარტს მოითხოვს, ვიდრე ამას საშუალო განათლება იძლევა. თერთმეტი წელი სკოლაში სწავლა საკმარისი არ არმოჩნდა და ამიტომ კიდევ ერთი წლით გაზარდეს მისი ხანგრძლივობა. პრობლემათა ნუსხა კი, რომელიც განათლების ამ სფეროში იყო არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. არასაკმარისი დაფინანსება, მასწავლებლების არასათანადო კვალიფიკაცია და ერთიანი ეროვნული სისტემის უქონლობა სწორედ ის საკითხებია, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, მაგრამ მსხვერპლი ყველა შემთხვევაში ერთია - მოსწავლე.
უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისში ძვირადღირებული სკოლები დაარსდა, რომლებიც მოსწავლეების სახსრებით ფინანსდება და ასე უზრუნველყოფს მათთვის საუკეთესო განათლების მიცემას. აბიტურიენტებს მომზადებაც აღარ დასაჭირდებათ რეპეტიტორებთან და სკოლაში მიღებული ცოდნით ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. მაგრამ ამის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან კურსდამთავრებულები არ ყავთ. თანაც ეს სკოლები მხოლოდ იმ მოსწავლეებზე არიან პასუხისმგებლები, რომლებიც პირველი კლასიდან მათთან სწავლობენ.
51-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კლარა ჩხაიძე ფიქრობს, რომ ხშირად სკოლის პროგრამიდან გადახვევაა მისაღები გამოცდების ტესტებში, რის გამოც მოსწავლე იძულებულია დამატებით იაროს რეპეტიტორთან და ცოდნა გაიღრმაოს. ”ბიზნესი მოსწავლის ხაჯზე არავის არ შერჩება”. ამბობს ქალბატონი კლარა. იმ სკოლებში კი, სადაც მოსწავლეების დასწრება გაკვეთილებზე მკაცრად არის გაკონტროლებული, კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა. ბავშვები სხვა სკოლებში გადადიან, სადაც უფრო ლოიალური მიდგომაა გაცდენებისადმი. ამიტომ მხოლოდ ერთმა სკოლამ კი არ უნდა მოითხოვოს გაკვეთილებზე დასწრება, არამედ ყველამ.
გარემო სიტუაციაა ისეთია, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ბავშვი, ან შინაურულად არ დადის, ან უბრალოდ სხვაგან გადადის.”12 კლასს კი საერთოდ არა აქვს დატვირთვა, რადგან ზოგიერთ საგანში ჯერ პროგრამაც კი არ არის დადგენილი”-აცხადებს ფილოლოგი ლიკა კაჭარავა.
საშუალო განათლბის მიღება ყოველთვის პრიორიტეტი იყო, ახლაც ასეა, ოღონდ არა სკოლებში, არამედ რეპეტიტორებთან, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაც ჯდება.ქეთი ნავერიანი, რომელიც 58-ე სკოლაში სწავლობდა და უკვე ერთი წელია, რაც 6-ში გადავიდა, თუმცა მას სხვა მიზეზი ქონდა სასწავლო დაწესებულების შეცვლისა, ფიქრობს, რომ საჯარო სკოლები არ აძლევენ ბავშვებს შესაბამის განათლებას და ამიტომ ემზადებიან რეპეტიტორებთან.”თუ მოსწავლეს მონდომება ექნება, გამოსავალიც მეტია, მაგრამ სკოლაც უფრო მომთხოვნი და მობილიზებული უნდა იყოს.” ქეთის ერთ მასწავლებელთან მომზადება 1000$ უჯდება, ის ოთხ საგნის ჩაბარებას აპირებს, რაც საერთო ჯამში, საკმაოდ სოლიდური თანხაა.
”ისეთი ტენდენცია შემოვიდა, რომ თუ მოსწავლე არ მოემზადა, სკოლის ცოდნით გამოცდებს ვერ ჩააბარებს, მოდაში შემოვიდა, თორემ რატომ ვერ უნდა ჩააბარო?... ბავშვს თუ სწავლა უნდა , სკოლაში ის ბევრ რამეს შეიძენს, მერე, ბოლოში, გადამოწმების მიზნით შეძლება მასწაველებელმა გააკონტროლოს”.- აცხადებს 51-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი. იმის ალბათობას, რომ ბავშვს რეპეტიტორი მართლა სჭირდება, ამას არვინ არ უარყოფს, ზოგი პირდაპირ და ზოგიც შეფარვით
მე-20 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ქეთევან იაკობაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლებში შესაბამისი განათლების მიღებას ხელს უშლის მოსწავლეების დიდი რაოდენობა კლასებში.”კანონი, რომელიც გამოვიდა მხოლოდ მე-4 კლასამდეა გათვალისწინებული, დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ გვყავს 45 ბავშვი”.რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი იყოს, როცა ბავშვები გაკვეთილებს აცდენენ, მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. სკოლაში კი ძირითადად იმის გამო ვერ მოდიან, რომ დილამდე კომპიუტერთან სხედან. მშობლები კი ვერ ერევიან თავიანთ შვილებს - ამობობს ქალბატონი ქეთევანი.
ლოგისტიკის განყოფილების უფროსის მამუკა თოფურიას აზრით, სწავლების პროცესი საჯარო სკოლებში ძალიან დაბალ დონეზეა. ”ფაქტიურად შემოგვეცალა კვალიფიციური სპეციალისტები, არ არის კარგი წიგნები და ამის დეფიციტი შეავსო რეპეტიტორმა. ბავშვს სჭირდება კონტროლი, იმისათვის რომ ისწავლოს. დასწრების მექანიზმი კი, რომელიც ყოველთვის არსებობდა სკოლში მოიშალა. ხელფასებიც დაბალია და შესაბამისად პედაგოგების მოტივაცია, რომ ასწავლონ ნაკლებია. ბავშვი კი ცდილობს ეს დანაკლისი კერძო სექტორით შეავსოს”.ამბობს მამუკა თოფურია და ამ სიტუაციიდან გამოსავალს საშუალო სკოლებში განათლების ამოწევაში ხედავს, რისთვისაც საჭიროა დადგინდეს ეროვნული სტანდარტი.
.ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მისაღები გამოცდების ტესტების და სასკოლო პროგრამის სრული თნხვედრა იქნებოდა, როგორც ამას ფილოლოგი კლარა ჩხაიძე ამბობს. ამით დაცული იქნება მოსწავლე ზედმეტი ხარჯებისგან, მასწალებლები კი თავის გამართლებას ვერ შეძლებენ. რადგან სწორედ იმის სწავლება მოეთხოვებათ, რაც მისაღები გამოცდების სავარაუდო ტესტებში იქნება გაათვალისწინებული.
Monday, November 2, 2009
ინკლუზიური სწავლების სისტემა საჯარო სკოლებში
ინკლუზიური სწავლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვას გულისხმობს სასკოლო პროცესში, რაც საქართველოში 2004 წლიდან დაინერგა. ამ პროგრამის სტრატეგიული მიზანია შეცვალოს დამოკიდებულება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ. საწყის ეტაპზე თბილისის მასშტაბით ათი საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც სათანადო პირობები უნდა შეუქმნას ამ ბავშვებს, რომ მათ მიიღონ განათლება, განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსებები.
ზოგადი განათლების კანონის თანახმად, ინკლუზიური სწავლება საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი მიმაართულებაა. იმისათვის, რომ კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ უნარ შეზღუდულ ბავშვებთან შეიქმნა განათლების ფაკულტეტი, სადაც ინკლუზიური განათლების თეორიასა და პრაქტიკას შეასწავლიან. ეს პროგრამა 2007 წლიდან შემუშავდა მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც პედაგოგიკისა და განათლების ფსიქოლოგიის ბაზისური ცოდნა აქვთ და სურთ, რომ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები გახდნენ. ამასთან ერთად სკოლები ფიზიკურად მომზადდა ინკლუზიური სწავლებისთვის.
მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი, ბელა ხუბუტია ამბობს, რომ მათ სკოლას 2007 წლიდან გადაეცა სპეციალური ავტობუსი ნორვეგიის მთავრობისგან, რაც მოსწავლეების სკოლაში ტარების უწყვეტ საშუალებას აძლევდათ: ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ბავშვების იზოლირება იწვევს სეგრეგაციას და ხდება მათი უნარების უფრო მეტად შეზღუდვა. ინკლუზიურ პროგრამით სწავლა კი იწვევს მათ ჩართულობას საზოგადოებაში.”
უნარ შეზღუდული ბავშვებისათვის საკმაოდ რთულია საგაკვეთილო პროცესზე სრულად დასწრება. ამ შემთხვევაში ყველა ინტეგრირებულ სკოლაში არსებობს რესურს ოთახი, სადაც სპეციალური პედაგოგია, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს განტვირთვაში.
”თითოეულ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, რადგან ამ ბავშვების მასალის ათვისების უნარი და მათი შესაძლებლობები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან”, ამბობს მამუკა კარტოზია, რომელიც პროფესიით ინჟინერია. ის ახლა სპეციალურ პედაგოგად მუშაობს სკოლაში და სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ეხმარება პროგრამის ათვისებაში.
ნიკუშა მარგველაშვილს ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვს, რაც ყურადღების გაფანტულობაში, ემოციის და ქცევის აგრესიულობაში ვლინდება. ის პირველ კლასში სწავლობს და ძალიან მოუსვენარია. მასწავლებელს ჯერ დაწერილი არ აქვს დაფაზე დავალება, რომ ნიკუშა უკვე მის წაშლას იწყებს. ამისკენ ნიკუშა კლასის სხვა მოსწავლეებსაც უბიძგებს, რაც დიდ არეულობას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები პატარები არიან და მათი გაკონტროლება რთულია. რადგან ნიკუშას მასწავლებელი შენიშვნას არ აძლევს ბავშვები ფიქრობენ, რომ ეს დასაშვებია და თვითონაც ეხმარებიან მას. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მასწავლებელი? პრობლემაც ეს არის, რომ ძირითადად არ იციან, რა უფრო მიზანშეწონილია, დასჯა, თუ ამ მოსწავლეების საქციელის უგულებელყოფა. მე-10 საჯარო სკოლის ფსიქოლოგის, თამუნა იორამაშვილის რჩევით კი, ამ შემთხვევაში ყველაზე გამართლებული იქნება, თუ ასეთი მოსწავლის არაადეკვატურ საქციელს გავამრთლებთ და ბავშვებსაც ავუხსნით, რომ ეს სწორია, ოღონდ მხოლოდ ნიკუშას აქვს ამის უფლება.
თამუნა იორამაშვილის განმარტებით, ძალიან ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ თავიანთ ბავშვს აქვს პრობლემა და აქედან გამომდინარე რეაბილიტაციის არასწორ ფორმას ირჩევენ. ისინი ფიქრობენ, რომ არსებობს ამ პრობლემის დაძლევის სხვა გზები, რომლის ძებნაშიც საკმაოდ დიდი დრო იკარგება და იზრდება ბავშვის იზოლირების საფრთხე.
ნუციკო ჭელიძესაც, რომელიც ასევე პირველ კლასშია, ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვს. ის მასწავლებლისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ნუცას არ შეუძლია პატარა მოთხრობის წაკითხვა, ამიტომ მასწავლებელი მცირე მონაკვეთის წაკითხვას თხოვს. თუკი ის კარგად წაიკითხავს, კარგ შეფასებასაც დაიმსახურებს პედაგოგისაგან, რაც აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან სწორედ ეს არის ნუცასთვის სასწავლო მიზანი.
ყველა ინკლუზიურ სკოლაში სპეციალური სასწავლო გეგმა მუშავდება თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალუარად, რაც მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. შედეგად მათთან მუშაობა ბევრად უფრო გამარტივებულია.
„ის კლასები, სადაც სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს სწავლობენ, გამოირჩევიან მეტი დისციპლინირებით, ორგანიზებულობით, მზრუნველობი და კიდევ ბევრი კარგი თვისებით ”- ამბობს მე-10 საჯარო სკოლის დეირექტორი ბელა ხუბუტია.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბაშვებს აქმდე მხოლოდ სპეციალიზირებულ სკოლებში შეეძლოთ ცოდნის შეძენა. ისინი იზოლირებული და გარიყულები იყვნენ საზოგადოებისგან. ახლა კი საჯარო სკოლებში სწავლობენ და ჩათულები არიან საგაკვეთილო პროცესში, თუმცა, ეს ყველაფერი დროებითია. სკოლის დამთავრების შემდეგ უნარშეზღუდული ბავშვების მომავალი კვლავ გაურკვეველია.
Thursday, October 22, 2009
იტალიური ენის კვირეული თბილისში
თბილისში იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დაიწყო, რომელის ფარგლებში, ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა იგეგმება.
კვირეული იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეურვეობით, რუსთაველის თეატრისა და შვეიცარიის საელოჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ახალგაზრდა მსახიობების, დრამატურგებისა და რეჟისორების შემოქმედებას.
კვირეულში წარმოდგენილი იქნება: სპირო შიმონეს მძაფრი ირონიით გაჟღენთილი ნაწარმოებები: ”დღესასწაული” და ”კონვერტი”. აქვე შეუძლია მაყურებელს იხილოს, დრამატურგისა და მსახიობის, ფაუსტო პარავიდინოს პიესა - ”ორი ძმა - 53 დღიანი ტრაგედია ოთახისთვის” , მწერალ ჯონათან ლევის - ”სხეულთა ვარდნა” და ფაუსტო პარავიდინოს პიესა ”ნატურმორტი თხრილში”. სპექტაკლები რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე იქნება წარმოდგენილი, იტალიურ და ქართულ ენაზე, რომელიც 3 და 6 საათზე გაიმართება.
იტალიის საელჩოს თანამშრომელის ხათუნა ცხადაძის განმარტებით, ოთხივე პიესა სტუდენტების მიერ ითარგმნა. ”უკვე მე-9 წელია, რაც ეს ფესტივალი ტარდება საქართველოში და კიდევ გაგრძელდება, რადგან უკვე ტრადიციად იქცა”.
იტალიის საელჩოს კულტურის ატაშემ - როზალია კორადომ განაცხადა: ”ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ერთობლივი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით წელს, რადგან ეს არის წინაპირობა სამომავლო პროექტისა, რის ფარგლებშიც იგეგმება ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა.
დღეს წარმოდგენილი იყო, სპირო შიმონეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ”კონვერტი”, რომლიც მკვეთრად პოლიტიკური ხასიათის ნაწარმოებია. ის ინდივიდსა და ძალაუფლებას შორის კავშირზე გვიამბობს. რეჟისორი გიორგი ხარებავას თქმით, რეჟისორებს სულ რაღაც 2-3 კვირა ქონდა იმისათვის, რომ სპექტაკლი მაყურებლის წინაშე წარედგინათ: ” არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა სულაც არ იყო ისეთი რთული, როგორც წარმომედგინა. პირიქით ძალიან საინტერესოც კია”-განაცხადა მან.
სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელს მარჩელა ბანიონს, აქამდე მხოლოდ სკოლის თეატრში უთამაშია,თუმცა როგორც თავად აღნიშნა:” მართლაც ძალიან სახალისო იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა და რაც მთავარია როლები მოვარგეთ ჩვენს პიროვნებებს”. კითხვაზე აპირებს თუ არა მსახიობობას, პასუხობს, რომ უკვე ძალიან გვინია მისთვის პროფესიის შეცვლა, მაგრამ ასეთ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა.
ფესტივალი 25 ოქტომბერს დენის რაბალიას ფილმით ”მარჩელო მარჩელო” დაიხურება. კინოჩვენება იტალიურ ენაზე იქნება (ქართული სუბტიტრებით). ვისაც იტალიური ხელოვნება და შემოქმედება უყვარს, ეს კვირა ნამდვილად მათთვისაა.
Wednesday, October 21, 2009
წამახალისებელი შეღავათები ინტერნეტ გადამხდელებისთვის
დღეს სასტუმრო ”რედისონ სას ივერია”-ში ევროკავშირისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
მოკლე პრეზენტაცია საგადასახადო ადმინისტრაციის ახალ რეფორმას შეეხო. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა ”GORBI-მ” (”human dinamics”-ის პროექტის ”საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის ხელშეწყობა” დაკვეთით), შეისწავლა ბაზარი და გაიგო საზოგადოებრივი აზრი, თუ როგორ მომსახურებას უწევს მათ საგადასახადო ადმინისტრაცია და გაზრდილია თუ არა საზოგადოების ინფორმირებულობის დონე . კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი აზრი შემოსავლების სამსახურის მიმართ პოზიტიურად შეიცვალა(2-3%-ით). მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის გადამხდელები ასახელებენ:
- გადამხდელის მომსახურების ცენტრების შექმნას ქვეყნის მასშტაბით და ”ერთი ფანჯრის” პრინციპის შექმნას;
- ”სატელეფონო ცენტრის” შექმნას (077), რომელიც გადამხდელების ინფორმირებას უწყობს ხელს;
- ინტერნეტ-მომსახურებას, რომლის საშუალებითაც გადამხდელს შეუძლია სრული ინფორმაციის მიღება საკუთრი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ზაზა ჭელიძის განცხადებით: ”იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გადასახადებს ინტერნეტით გადაიხდიან, იქნება წამახალისებელი შეღავათები. რათა მოვახდინოთ ახლად დანერგილი პროექტის რეალიზება.”
ევროკავშირის წარმომადგენლის ბილო ქერნოუს თქმით, პროექტის ბიუჯეტი მილიონ ნახევარ ევროს შეადგენს. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავდა, საგადასახადო ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო მართვის ევროპული სტილის ინსტიტუტის შექმნასა და საგადასახადო ხელმძღვანელ პირებსა და გადამხდელებს შორის ნდობის ფაქტორის გაჩენას. ასევე შემოსავლების სამსახურის დახმარებას, რათა მან მომსახურების თანამედროვე სტანდარტები შესთავაზოს და მეტი ინფორმაცია მიაწოდოს გადამხდელებს საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ამისათვის დაიბეჭდა გადამხდელებისათვის საჭირო ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები, ბროშურები, სამახსოვროები, გზამკვლევები, პრაქტიკული და პროფესიული რჩევები. პროექტის ფარგლებში, საგადასახადო მოხელეებს ჩაუტარდათ ტრეინინგი, თუ როგორ მოემსახურონ გადამხდელებს.
”ცვლილებები ყოველთვის რთულია, თუმცა უმთავრეს წარმატებად იმას მივიჩნევთ, რომ ეს იყო გრძელვადიანი (4წელი), მაგრამ წარმატებული პროექტი” - განაცხადა ”human dinamics”-ის წარმომადგენელმა პერ ეკლუნდმა.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ოძელაშვილმა აღნიშნა ,რომ რეფორმამდე არ არსებობდა საინფორმაციო ცენტრები, იყო სრული ინფორმაციული ვაკუუმი გადამხდელებსა და საგადასახადო სამსახურებს შორის. პროექტი მეტად მნიშვნელოვანი იყო საგადასახადო ორგანოსათვის, ვინაიდან ამ პროექტის დახმარებით დაიხვეწა გადამხდელთა მომსახურება, უფრო გამჭვირვალე და შესაძლებელი გახდა საგადასახადო სიახლეებზე ინფორმაციის მიწოდება.
მწერალი: მანანა ნოზაძე
რედაქტორი: გვანცა გორდეზიანი
Sunday, October 18, 2009
ახალი მედიის ფორუმი საქართველოში სხვისი თვალით
დღეს პირველი დღეა, როცა ტრეინინგი უნდა ჩავატარო ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე, მისი გამოყენების შესაძლებლობებზე და ძალიან ვნერვიულობ. მაინტერესებს, როგორ შეხვდება ამას ქართველი მაყურებელი. ჩემი ინფორმაციით მათ აქვთ გარკვეული წარმოდგენა ახალი მედიის საშუალებებზე.
ფორუმი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიყავი დამთავრდა. მე კი ემოციურად კვლავ ისე ვარ დატვირთული და აღელვებული თითქოს, ისევ პირველი დრეა.
ქართველები ძალიან უცნაური ერია. მათ საუკუნეების ისტორია აქვთ და ახლა ჩვენ ამერიკელები, რომლებიც მათ ასაკთან შედარებით მხოლოდ ჩვილები ვართ, რაღაცეებს ვასწავლით.
როდესაც ლექციას ვკითხულობდი, თან დამსწრე საზოგადოებას ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამერკვია რას გრძნობდნენ, გაიგეს თუ არა ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობდი.
საუბრის დასაწყისში შევეცადე მეხუმრა, რადგან მინდოდა დაძაბულობა განმემუხტა, მაგრამ სულ ამაოდ, მხოლოდ მათი გაღიმება მოვახერხე და ისიც ძალით, როცა მე კინაღამ სიცილით მოვკვდი.
რამდენიმე შეკითხვაც დამისვეს, ზოგი ქართულად მეკითხებოდა და ზოგიც ინგლისურად, ალბათ უნდოდათ დაენახებინათ, რომ ინგლისური კარგად იციან, რადგან თარჯიმანს მათი ნათქვამის ქართულად თარგმნა უწევდა დანარჩენი საზოგადოებისთვის. მათ კი, ვინც ქართულად მეკითხებოდნენ, ან ინგლისური არ იცოდნენ, ან პრინციპულად მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ, ისინი ხომ თავიანთ ქვეყანაში იყვნენ. ამ სიტუაციით, თავად თარჯიმანიც კი დააბნია და ვის რას უთარგმნიდა ვეღარ გაიგო. როცა ჩემი საუბრის თემა track-ზე გადავიტანე და ვხსნიდი მის დანიშნულებას, თარჯიმანმა ქართული კომბინაციით თარგმნა track-ში, რამაც ქართველებში ისეთი აჟიოტაჟი და სიცილ-ხითხითი გამოიწვია, რომ საერთოდ აღარ გავდა იმ ხალხს, რომლიც სულ რამდენიმე წუთის წინ ზრდილობის გამო იცინოდა.
ლექციის დასასრულს ველოდებოდი, რომ რამეს მკითხავდნენ, მაგრამ ამაოდ. ალბათ ინტერესი ვერ გავაღვივე, თან უკვე 14 საათი ხდებოდა და ”lunch”-ისკენ მიიჩქაროდნენ. თუ სიმართლე გაინტერესებთ, მეც მათ უკან გავყევი და სიამოვნებით მივირთვი, რაც ე.წ. ”ფურშეტზე” იყო წარმოდგენილი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ტრადიციული სამზარეულო უფრო გემრიელია: ხინკალი, მწვადი, ქაბაბი...... მაგრამ ეს უკვე ახალი ბლოგის თემაა.
ახლა, სახლისკენ მიმავალი ვცდილობ ჩემი აზრები და ემოციები თანმივდევრულად დავაწყო და ისე გადმოვცე, რომ ნათელი წარმოდგენა შეგიქმნათ საქართველოზე და ქართველ ხალხზე, რისი დიდი იმედიც მაქვს.
ავტორის გარეშე