Monday, October 5, 2009

თვითმართველობის აქციები გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმართველობას, ფაკულტეტზე არსებული ოთახები დალუქული დახვდათ, რისი მიზეზიც არავის აუხსნია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ არაფერი არ იცის ამის შესახებ, ხოლო უნივერსიტეტის რექტორი კი საქართველოში არ იმყოფება. თვითმართველობის წევრების აზრით, ეს ოთახები ადმინისტრციის წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ და მათი საქმიანობაც ჩაანაცვლონ. საქართველოს განათლების კანონის თანახმად, ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ჩაერიოს სტუდენტური თვითმართველობის საქმიანობაში, მაშინ, როცა ეს ყველაფერი ძალიან უხეშად ხდება და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშეც. სტუდენტები დაუკავშირდნენ ომბუცმენს, განათლების მინისტრის სახელზე დაიწერა განცხადება, მაგრამ არანარი რეაგირება არ მოყოლია ამ ყველაფერს. რაც ყველაზე მთავარია, არ გაშუქებულა არც ერთი ტელევიზიით, მაშინ, როცა ყველამ გადაიღო და მხოლოდ itv.ge-ზეა განთავსებილი ინფორმაცია. სტუდენტები აქციებს აგრძელებენ და შეზღუდული უფლებების აღდგენას ითხოვენ. თვითმართველობის წევრები ჩემი მეგობრები არიან და ამიტომ გადავწყვიტე მათი ისტორია მომეყოლა თქვენთვის. მინდოდა ჩემი სოლიდარობა გამომეხატა როგორმე და იმედია შევძელი.

კასტინგი

კასტინგი ჩვენი ცხოვრების ნაწილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ პროფესიით მსახიობი ან ჟურნალისთი ხარ და თან სამსახურსაც ეძებ. ამიტომ ჩემთვის ორმაგად რთულია, იმ ”შემოთავაზება-გათავაზების მიღება”, რომელსაც კასტინგების სამყარო გვაწოდებს (პროფესიით ჟურნალიტი ვარ და სტუდენტურ თეატრში ვთამაშობ). ალბათ გაინტერესებთ, რატომ გახდა ეს თემა საწყისი ჩემი ბლოგინგისათვის? სწორედ იმიტომ, რომ გუშინაც კასტინგზე ვიყავი და კიდევ ერთხელ ”დამიწუნეს”. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ უკვე კასტინგომანია მჭირს. რა კონკურსის შესახებაც არ უნდა გავიგო, ყველგან მივდივარ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი აქტიურობა არ ამართლებს და იქნებ, საბედნიეროდაც.