Monday, October 5, 2009

კასტინგი

კასტინგი ჩვენი ცხოვრების ნაწილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ პროფესიით მსახიობი ან ჟურნალისთი ხარ და თან სამსახურსაც ეძებ. ამიტომ ჩემთვის ორმაგად რთულია, იმ ”შემოთავაზება-გათავაზების მიღება”, რომელსაც კასტინგების სამყარო გვაწოდებს (პროფესიით ჟურნალიტი ვარ და სტუდენტურ თეატრში ვთამაშობ). ალბათ გაინტერესებთ, რატომ გახდა ეს თემა საწყისი ჩემი ბლოგინგისათვის? სწორედ იმიტომ, რომ გუშინაც კასტინგზე ვიყავი და კიდევ ერთხელ ”დამიწუნეს”. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ უკვე კასტინგომანია მჭირს. რა კონკურსის შესახებაც არ უნდა გავიგო, ყველგან მივდივარ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი აქტიურობა არ ამართლებს და იქნებ, საბედნიეროდაც.

No comments:

Post a Comment