Thursday, October 8, 2009

რუსთაველის თეატრში 31-ე სეზონი გაიხსნა

7 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის 131-ე სეზონი რობერტ სტურუას სპექტაკლით - ”ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი” გაიხსნა. მარქს ფრიშის ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი, რუსთაველის თეატრმა მუსიკალურ გროტესკად აქცია. კომდია ორ მოქმედებად, მორალის გარეშე. რობერტ სტურუა, ალექსი მესხიშვილი და გია ყანჩელი, სამი დიდი ხელოვანი კიდევ ერთხელ წარსდგა მაყურებლის წინაშე. სპექტაკლში აკადემიური თეატრის 18 მსახიობია დაკავებული. მთავარ როლებს ზაზა პაპუაშვილი, ნინო კასრაძე, ბესო ზანგური და ია სუხიტაშვილი ასრულებენ. ”ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი,” როგორც რადიო პიესა 1953 წელს დაიწერა, ხოლო მისი სასცენო ვარიანტი 1958 წელს შეიქმნა. მარქს ფრიშის ეს პიესა სასაცილო და საკმაოდ უცნაურიცაა. ტრაგი-კომიკურ დრამაში ტერორისტებისაგან დაშინებული ქალაქის ამბავია მოთხრობილი. რობერტ სტურუას სპექაკლით პოლიტიკოსები, საზოგადოების ცნობელი სახეები და ჟურნალისტებიც კმაყოფილნი დარჩნენ. პრემიერა შედგა. დიდი სცენის ფარდა მაყურებალთა უწყვეტი ტაშის ფონზე დაიხურა.