ჰეიდი ტალიავინის კომისიის დასკვნამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში. მთავრობა ცდილობდა, ისე განემარტა თითოეული ფრაზა, რომ სიმართლეც არ დაეკარგა და ძალიანაც არ მოვეთყუებინეთ. ოპზიციას კი თავდაჯერებულობა შეემატა და უფრო მაღალ ტონალობაში დაიწყო იმის მტკიცება, როგორი არაფრის მაქნისი მთავრობა გვყავს. რამდენიმე დღის შემდე აღმოჩნდა, რომ ტალიავინის კომისიის ერთ-ერთი წევრის ოტო ლუნტერხანდტის ანგარიშზე ”გაზპრომმა” სოლიდური თანხა გადარიცხა, რუსეთის ინტერესების დასაცავად. გასაკვირი არაფერი არა არის, თუ კი შენს მიმართ კარგად განწყობილ უცხოელ მეგობარს რამეს აჩუექებო, ასე განმართავენ რუსეთში თავის საქციელს. ლუნტერხანდტის აზრით, კი რეგიონში დაძაბულობას აფხაზეთის აგიარება განმუხტავს. შესაძლებელია ტალიავინის დასკვნა გადაიხედოს, თუ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.