Wednesday, October 7, 2009

პარკირების ახალი სისტემა

პარკირების ახალი სისტემით საზოგადოება ძალიან კმაყოფლია. წელიწადში სულ რაღაც 25 ლარი უნდა გადაიხადონ და ამის შემდეგ თვისუფლად შეუძლიათ გააჩერონ ავტომობილი ავტოსადგურზე. ეს ყველაფერი მართლაც კარგია. ბიუჯეტში თანხა შევა, მძღოლებს აღარავისთვის ექნებათ 50 თეთრი მისაცემი და რაც მთავარია დროს დაზოგავენ. იმ ხალხს კი, რომლებიც მანქანის სადგომზე გადაადგილებაში გეხმარებოდათ, ლუკმა-პურის ფულის გარეშე დარჩნენ. მათ ვინღა მისცემს ხურდას, როცა მთელი წლის უკვე გადახდილი აქვთ. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქველმოქმედების უფლება დაგვიტოვა მთავრობამ და ვისაც ძალიან შეგეცოდებათ ანაძღაურების გარეშე დარჩენილი მეთვალყურეები, თავად შეგიძლიათ გადაუხადოთ.

No comments:

Post a Comment