Tuesday, March 22, 2011

ერთი დღე სოფელ შინდისში

სოფელი შინდისი გორის მუნიცეპალიტეტში, გორიდან 20 კილომეტრში მდებარებს. სოფელი მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული, სადაც დაახლოებით 1500 კომლი. შინდისი 2008 წლის ომის შემდეგ დაინგრა, მოსახლეობა საქონლის და მოსავლის გარეშე დარჩა. სახლები კი ვისაც დაენგრათ, მთავრობამ შეუკეთათ, ოღონდ ყველას არა.
ქალბატონი ეთერ ვაშავიძეს , რომელსაც ონკოლოგიური დავაადება აქვს, პენსია მოუხსენს, დანგრეული სახლი კი არავის შეურემონტებია: „ ვინც იძალავა, იმას დაეხმარნენ“.
ინდისსში სტუმრობისას ქალბატონი ეთერ ვაშავიძე გავიცანი. ის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდა, რომელიც უკვე საკმაოდ ძვირია, გორამდე 1 ლარი და 20 თეთრი ღირს მგზავრობა. ადრე კი მხოლოდ 50 თეთრი ჯდებოდა გორის მიმართულებით გადაადგილება, მერე ნელ-ნელა მოემატა ფასი, იხსენებს ქ-ნი ეთერი.
სოფელი შინდისში მოსახლეოაბა ძირითადად მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით ირჩენს თავს. თუმცა, უკვე მეორე წელია, რაც მოსავალი არ აუღიათ. წელს საჭმელი ვაშლიც არ მოუვიდათ. ძირითადი და ყველასთვის საერთო პრობლემა კი სარწყავი წყალია, რომელიც ძვირად ფასობს. „მოსავლის მოყვნა, იმდენი გიჯდება, რომ აღარც ღირს, შარშან ხეხილის შესაწამლად რომ ფული ვისესხეთ, 2000 ლარი ჯერ ისევ ვალი გვაქვს.,“ –ეთერ ვაშავიძე.
სოფლის „ბიჟაზე“, სადაც დაახლოებით 10 კაცი იდგა, თითქმის ყველა უმუშევარი იყო, ისევე როგორც მათი ოჯახის დანარჩენი წევრებიც. ერთი-ერთი მათგანი გვიყვება, როგორ წავიდა მისი მეუღლე თბილისში მაღაზიაში სამუშაოდ, იმის გამო, რომ სოფელში ვერაფრით დასაქმდა. ნუგზარ ჯამალაშვილს 26 წლიანი სამუშაო გამოცდილებაა აქვს, მაგარამ ახლა უმუშევარია. მან წელს მოსავალის მოყვნაც კი ვერ შეძლო. სოფელში ხახლს იმის ფულიც კი არ აქვს, რომ საკვები პროდუქტები იყიდოს, თბილისის რესტორნებში კი „ოჩერედები“ დგას. ამბობს ბატონი ნუგზარი.
სოფელ შინდისის ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი სამხედრო სამსახურშია, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იპოვნეს, უბრალოდ სხვა არც იყო.გასაუბრებაზე უარი ერთადერთ ოჯახში გვითხრეს. ეზოში სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოჯახის უფროსი ტრიალებდა, რომელმაც კარისკენ მიმითითა, მიზეზი არ აუხსნია.
ლიანა სამნიაშვლის ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია. თვითონ ქალიშვილთან ერთად სკოლაში მასწავლებლად მუშაობს ვაჟი კი სამხედრო სამსახურშია. ომის შედეგადა დაზიანებული სახლი მთავრობამ შეუკეთათ, ამიტომ უკმაყოფილოები არ არიან. მან გაიხსენაა, როგორ გადაურჩა სიკვდილს: „როცა ჩემ ეზოში ჭურვი ჩამოვარდა, სულ რამდენიმე ნაბიჯით შევსწარი სახლში, უფრო სწორად კი აფეთქების ძალამ შემაგდო“.
მარინა ტატურაშვილმა კი სოფელში მაღაზია გახსნა. მას დიდი ფერმა ჰქონდა, საქონელი ომის პერიოდში დაკარგა. ზარალი დიდი იყო. ოჯახს 2 სახლის გაყიდვაც კი მოუწია. თუმცა სესხის, რომელიც ბაკიდან ქონდათ გამოტანილი, დაფარვა მაინც ვერ შეძლეს.
შინდისსში გართობისა და განთვირთვისათვის არანაირი საშუალება არ არსებობს. აქ მხოლოდ რამდენიმე მაღაზია, სკოლა და ეკლესიაა.სოფლის მოსახლეობა კი ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას ერთმანეთის ოჯახებში შეკრებით ახერხებენ. შინდისში ჩვენი სტუმრობა ქალთა დღის საერთაშორისო დღესასწაულს დაემთხვა, ამიტომ არც ეს დღე აღმოჩნდა გამონაკლისი. ოღონდ ამ შემთხვევაში მხოლოდ სოფლის ქალები ზეიმობდნენ.

Thursday, July 29, 2010

ბადრის მოლოდინში

ბ. ბადრის (შემდეგში მხოლოდ სახელით მოვიხსენიებ), რომ ელოდები ეს უკვე პრივილეგიაა და აბა თუ გამოიცნობთ, ვინ არის ეს პირივილეგირებული ადამიანი?.. რა თქმა უნდა მე! ხოდა ამ მოლოდნის დროს, რა უნდა აკეთო, ჭერში ყურება რომ მოგბეზრდება და თან ოცნებაც ცოტა არ იყოს და უადგილოა, მაინც ბადრის ოფისში ხარ და?... არც არაფერი, კალამი უნდა მოიმარჯვო და შენს ფიქრებს ფურცელზე მოუყარო თავი. მეც ზუსტად ასე მოვიქეცი. ეს ხერხი ხომ უკვე ბევრჯერ ნაცადი და აპრობირებულია ჩემთვის.
ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ ისეთი მოთბინების უნარი მაქვს, ნებისმიერს შეშურდებათქო, მაგრამ ვცდებოდი. მაშინ, როცა ამას ვფიქრობდი, ან ძალიან მოცლილი ვიყავი, ან მართლა არ მანაღვლებდა დროის უქმად დაკარგვა. რომ გითხრათ მთლად უქმად ვკარგავ დროსთქო, ესეც არ იქნება მთლად სიმართლე და იცით რატომ? ჯიპას რომ დავამთავრებ მე მეცოდინება ჟურნალისტის პრინციპები და ის, თუ როგორ უნდა გამოვიკვლიო ჟურნალისტური ეთიკა. ეს ყველაფერი კი, ალბათ, იმაში დამეხმარება, რომ ყველაზე „ეთიკური ჟურნალისტი“ ვიყო საქართველოში და თუ გამიმართლა მსოფლიოშიც.
კვლევას რაც შეეხება, შეიძლება, ჩემი კარიერის მანძილზე არც ერთხელ არ ჩავატარო კვლევა(რისი დიდი იმედიც მაქვს), მაგრამ კვლევის მეთოდები ცხოვრებაში მაინც გამომადგება, რაც დიდი პლიუსია და მადლობა ვის?
ბადრი კოპლატაძეს! თუმცა შეიძლება ნაადრევიც იყოს ჩემი მადლობა. 

Tuesday, May 25, 2010

რჩევები "პახოდის" მოყვარულებს

გამოცდილ პახოდელებს წინასწარ ბოდიშს ვუხდი, თუ რამე გამომრჩება.:)
დანიშნულ დროსა და ადგილზე არ უნდა დაიგვიანო, მაგრამ თუ მაინც დაიგვიანე, იცოდე რომ შენ არავინ დაგელოდება.
თუ ხალხს, ვისთან ერთადაც "პახოდში" მიდიხარ არ იცნობ, მერწმუნეთ, რომ სულ რამდენიმე საათში მონათესავე სულები გახდებით.
მხოლოდ ის ტანსაცმელი უნდა წაიღოთ, რაც გამოგადგებათ:: საწვიმარი, წყალგამძლე ფეხსაცმელი და ისეთი შარვალი, რომელიც მალე შრება.
ტანსაცმელი აუცილებლად ცელოფანში უნდა ჩააწყოთ და საგულდაგულოდ შეფუთოთ. "ვაიდა" წვიმამ მოგისწროთ და თქვენი ჩანთა კი წყალგამძლე არ არის.
დანიშნულების ადგილზე რომ მიხვალთ, პირველ; რიგში კარავი უნდა დასცეთ და ჩანთებიც შიგნით შეინახოთ, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიმდებარე ტერიტორის დასალაშქრად წასვლა.
თუ გგონიათ, რომ არსად წასვლა არ არის საჭირო და კარავში შეძრომა გირჩევნიათ, რომელიც ჯერ გაშლილი არ არის და სავარაუდოდ არც გაიშლება, სულ ტყუილად, ყველაფერს ხმათა უმრავლესობა წყვეტს და შენ აუცილებლად მარტო დარჩები შენს სურვილებთან ერთად.
იმ შემთხვევაში, თუ გზაში წვიმა მოგისწრებთ და ცოტა ხანში ეს წყლის წვეთები ყინულის ბურთებად გადაიქცევა სასურველია კეპი გქონდეთ. ეს იმის შეგრძნებას შეგიქმნით, თითქოს ფანჯრიდან იყურებით, ოღონდ ამისთვის კარგი წარმოსახვის უნარიც დაგჭირედებათ.
თქვენს წინ აუცილებლად ვინმე უნდა იყოს, რომლის ნაკვალევსაც მიყვებით, რადგან ტალახში ჩავარდნა აიცილოთ თავიდან. მაგრამ თუ ესეც ვერ დაგეხმარათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა, შენს წინ მიმავალს ავიწყდები, ერთადაერთი გამოსავალია, რომ ნიადაგი კარგად მოსინჯოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწუწუნოთ, თორემ შენი თანაგუნდელები მეორედ "პახოდში" არ წაყვანით დაგემუქრებიან. თუ ჭკუა გეყოფა და თან კიდევ გინდათ "პახოდში" წასვლა, უნდა შეეცადო, რომ ყველა გასაჭირი გმირულად თუ არა, მდუმარედ მაინც აიტანო.
თუ გარეთ წვიმს, კარავში წყალი ჩამოდის და მხოლოდ წითელი კოლგოტიღა დაგრჩა მშრალ მდგომარეობაში, გამოსავალი: შავი კოლგოტის წაღებაა.
თუ ა, ბ, ც და დ გეგმა არ ამართლებს, როგორ შეიძლება გათბე, პატრულში დარეკე, მაშინაც კი თუ ტელეფონი არ იჭერს და მთელი 18 კილომეტრის გავლა გჭირდება იმისთვის, რომ სიგნალი დაიჭიროს.
ისეთი სასაცილო ისტორიები არ უნდა მოყვე, რომ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი შენი ზედმეტსახელი გახდეს. მაგალითად: უმბერტო.
ყველანაირი სიტუაციის მიუხედავად ისეთი სიტყვები არ უნდა გამოიყენო, მეორე დღეს ყველაფერის დავიწყება, რომ გინდოდეს. ეს არ მოხდება, იქ, სადაც facebook არსებობს.
კარავი კარგად უნდა "ჩარაზოთ", მაგარმ ტრიტონი, თუ არა ლოქორია მაინც დაგხვდებათ "ლოჯიაში".
თუ დაღმართია და ფეხი ისე გიცურავთ, რომ ჩამოსვლა შუძლებელია, დასხედით და ინერციით წამოდით, მიწას არ აცდებით.
აუცილებლად გეყოლებათ დღის გმირი, თუ ასე არ მოხდა, მაშინ თქვენი საქმე ცუდად არის.
თუ იმ ყველაფერის შემდეგ, რაც მე მოგიყვეით კიდევ გინდათ "პახოდში" წასვლა, წელზე დოინჯი შემოირტყით, შემდეგ შემოთავაზებას დაელოდეთ და სკუპ-სკუპით წაცუნცულდით.

Tuesday, March 23, 2010

წყვილები

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ბლოგი არ გამხსენებია, უფრო სწორად, დავალება არ მქონდა შესასრულებელი და მეც რათქმაუნდა არც კი მიფიქრია იმაზე, რომ რამე დამეწერა.
თუ ასეა, მაშინ რატომ ვწერ?.. ჩემი წერილის სათაურს შეხედეთ და მიზეზი სწორედ მანდ არის(თუ ვინმე წაიკითხავთ). ამ საღამოს იმდენი წყვილი შემხვდა, ან უბრალოდ მომეჩვენა, რომ ყურადღება გავამახვილე.
პირველი წყვილი თავისუფალი თეატრიდან გამოსულს შემხვდა, ბიჭი აშკარად ნასვამი იყო და ხმამაღლა ლაპარაკობდა, გოგო კი მის დამშვიდებას ცდილობდა და ისე მორცვად შემომხედა, თითქოს მიხვდა, რომ დღეს მათზე დავწერდი. მათ შესახებ სხვა რა უნდა გითხრათ არ ვიცი. კიდევ ერთ ხელჩაკიდებულ ორ ადამინს მოვკარი თვალი სანამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩავჯდებოდი. ვიდრე ეს ჩემი ე.წ. მარშუტკა(თუ შემდეგში კიდევ გამოვიყნე ეს სიტყვა პრჭყალებში ჩავსვავ) დაიძვრებოდა, კიდევ ერთი წყვილი გამოჩნდა ჰორიზონტზე, ოღონდ ესენი ხეჩაკიდებულები სულაც არ იყვნენ, პირიქით გოგო რაღაც გაბრაზებული და უკმაყოფილო მომეჩვენა, ბიჭი კი მის დამშვიდებას, ან მისთვის გაგებას ცდილობდა. შემდეგ შემოიხედეს და ისეთი ადგილი, რომ ვერ დაინახეს სადაც ერთმანეთის გვედით დასხდებოდნენ, ამოსვლა გადაიფიქრეს. ალბათ, რამდენიმე წუთიც არ უნდოდათ ცალ-ცალკე მსხდარიყვნენ. გოგონამ წარბები კიდევ უფრო შეაერთა, კარები დახურა და ეს კი მართლა თვითონ თქვა:”შემდეგს დაველოდოთ”.
კიდევ რამდენიმე წყვილი დავინახე, მაგრამ იმდენად სწრაფად ჩავიარეთ, რომ მხოლოდ იმას გაფიქრება მოვასწარი, ალბათ ესენიც ტრანსპორტს ელოდებიან მეთქი. ხო, აი კიდევ რა გამხსენდა, გაჩერებაზე იდგა ორი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, ხელი ერთმანეთისთვის ქონდათ ჩაკიდებული და გოგო ფეხს გამალებით იქნევდა წინ და უკან. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჟესტი მართლა არ ვიცი. კარგი იქნებოდა, რომ მეკითხა და რადგან ამის საშუალება არ მქონდა და სავარაუდოდ არც ვკითხავდი, გადავწყვიტე მარტო დამეტოვებინა, თან იმ ”მარშუტკამ”, რომელშიც მე ვიჯექი ჩაიარა და ჩემი ფიქრებიც სხვაგან წავიდა. სად მაგას ნამდვილად ვერ გამოიცნობთ? იმიტომ რომ იქვე იყო, უბრალოდ ბუტირკას ”ჰანგებმა” დარღვია ჩემი მყუდროება და უცებ გამოვფხიზლდი.
სახლში მოსულმა მაშინვე გადავწყვიტე ჩემს მიერ დანახული წყვილების შესახე დამეწერა. შეიძლება მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მთავრი აქ ის არის, რატომ შევნიშნე ახლა ეს ადამინები და არა აქამდე. ამაზე პასუხი კი ასეთია: ლექციაზე როგორც კი ავხმაურდებით ხოლმე მე და ჩემი ჯგუფელები(ვინც არ იცის GIPA-ში ვსწავლობ), გამართლებას იმაში ვპოულობთ, რომ გაზაფხული მოვიდა. იქნებ ამ წყვილების გამოჩენის მიზეზიც ეს არის, ან უბრალოდ არ ჩამეძინა ”მარშუტკაში” ჩაჯდომისთანავე და მაგიტომ.
გაზაფხული მოვიდა. მარტის ბოლოა და დათბა. თქვენც მიბაძეთ წყვილებს: მოძებნეთ ვინმე, ჩაკიდეთ ხელი და იარეთ ასე.:))))

Thursday, December 24, 2009



რატომ სჭირდება ბავშვს რეპეტიტორთან მომზადება?

მისაღები გამოცდების ტესტების შედგენა სკოლის პროგრამის გათვალისწინებით არ ხდება. ის უფრო მაღალ სტანდარტს მოითხოვს, ვიდრე ამას საშუალო განათლება იძლევა. თერთმეტი წელი სკოლაში სწავლა საკმარისი არ არმოჩნდა და ამიტომ კიდევ ერთი წლით გაზარდეს მისი ხანგრძლივობა. პრობლემათა ნუსხა კი, რომელიც განათლების ამ სფეროში იყო არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. არასაკმარისი დაფინანსება, მასწავლებლების არასათანადო კვალიფიკაცია და ერთიანი ეროვნული სისტემის უქონლობა სწორედ ის საკითხებია, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, მაგრამ მსხვერპლი ყველა შემთხვევაში ერთია - მოსწავლე.
უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისში ძვირადღირებული სკოლები დაარსდა, რომლებიც მოსწავლეების სახსრებით ფინანსდება და ასე უზრუნველყოფს მათთვის საუკეთესო განათლების მიცემას. აბიტურიენტებს მომზადებაც აღარ დასაჭირდებათ რეპეტიტორებთან და სკოლაში მიღებული ცოდნით ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. მაგრამ ამის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან კურსდამთავრებულები არ ყავთ. თანაც ეს სკოლები მხოლოდ იმ მოსწავლეებზე არიან პასუხისმგებლები, რომლებიც პირველი კლასიდან მათთან სწავლობენ.
51-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კლარა ჩხაიძე ფიქრობს, რომ ხშირად სკოლის პროგრამიდან გადახვევაა მისაღები გამოცდების ტესტებში, რის გამოც მოსწავლე იძულებულია დამატებით იაროს რეპეტიტორთან და ცოდნა გაიღრმაოს. ”ბიზნესი მოსწავლის ხაჯზე არავის არ შერჩება”. ამბობს ქალბატონი კლარა. იმ სკოლებში კი, სადაც მოსწავლეების დასწრება გაკვეთილებზე მკაცრად არის გაკონტროლებული, კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა. ბავშვები სხვა სკოლებში გადადიან, სადაც უფრო ლოიალური მიდგომაა გაცდენებისადმი. ამიტომ მხოლოდ ერთმა სკოლამ კი არ უნდა მოითხოვოს გაკვეთილებზე დასწრება, არამედ ყველამ.
გარემო სიტუაციაა ისეთია, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ბავშვი, ან შინაურულად არ დადის, ან უბრალოდ სხვაგან გადადის.”12 კლასს კი საერთოდ არა აქვს დატვირთვა, რადგან ზოგიერთ საგანში ჯერ პროგრამაც კი არ არის დადგენილი”-აცხადებს ფილოლოგი ლიკა კაჭარავა.
საშუალო განათლბის მიღება ყოველთვის პრიორიტეტი იყო, ახლაც ასეა, ოღონდ არა სკოლებში, არამედ რეპეტიტორებთან, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაც ჯდება.ქეთი ნავერიანი, რომელიც 58-ე სკოლაში სწავლობდა და უკვე ერთი წელია, რაც 6-ში გადავიდა, თუმცა მას სხვა მიზეზი ქონდა სასწავლო დაწესებულების შეცვლისა, ფიქრობს, რომ საჯარო სკოლები არ აძლევენ ბავშვებს შესაბამის განათლებას და ამიტომ ემზადებიან რეპეტიტორებთან.”თუ მოსწავლეს მონდომება ექნება, გამოსავალიც მეტია, მაგრამ სკოლაც უფრო მომთხოვნი და მობილიზებული უნდა იყოს.” ქეთის ერთ მასწავლებელთან მომზადება 1000$ უჯდება, ის ოთხ საგნის ჩაბარებას აპირებს, რაც საერთო ჯამში, საკმაოდ სოლიდური თანხაა.
”ისეთი ტენდენცია შემოვიდა, რომ თუ მოსწავლე არ მოემზადა, სკოლის ცოდნით გამოცდებს ვერ ჩააბარებს, მოდაში შემოვიდა, თორემ რატომ ვერ უნდა ჩააბარო?... ბავშვს თუ სწავლა უნდა , სკოლაში ის ბევრ რამეს შეიძენს, მერე, ბოლოში, გადამოწმების მიზნით შეძლება მასწაველებელმა გააკონტროლოს”.- აცხადებს 51-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი. იმის ალბათობას, რომ ბავშვს რეპეტიტორი მართლა სჭირდება, ამას არვინ არ უარყოფს, ზოგი პირდაპირ და ზოგიც შეფარვით
მე-20 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ქეთევან იაკობაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლებში შესაბამისი განათლების მიღებას ხელს უშლის მოსწავლეების დიდი რაოდენობა კლასებში.”კანონი, რომელიც გამოვიდა მხოლოდ მე-4 კლასამდეა გათვალისწინებული, დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ გვყავს 45 ბავშვი”.რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი იყოს, როცა ბავშვები გაკვეთილებს აცდენენ, მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. სკოლაში კი ძირითადად იმის გამო ვერ მოდიან, რომ დილამდე კომპიუტერთან სხედან. მშობლები კი ვერ ერევიან თავიანთ შვილებს - ამობობს ქალბატონი ქეთევანი.
ლოგისტიკის განყოფილების უფროსის მამუკა თოფურიას აზრით, სწავლების პროცესი საჯარო სკოლებში ძალიან დაბალ დონეზეა. ”ფაქტიურად შემოგვეცალა კვალიფიციური სპეციალისტები, არ არის კარგი წიგნები და ამის დეფიციტი შეავსო რეპეტიტორმა. ბავშვს სჭირდება კონტროლი, იმისათვის რომ ისწავლოს. დასწრების მექანიზმი კი, რომელიც ყოველთვის არსებობდა სკოლში მოიშალა. ხელფასებიც დაბალია და შესაბამისად პედაგოგების მოტივაცია, რომ ასწავლონ ნაკლებია. ბავშვი კი ცდილობს ეს დანაკლისი კერძო სექტორით შეავსოს”.ამბობს მამუკა თოფურია და ამ სიტუაციიდან გამოსავალს საშუალო სკოლებში განათლების ამოწევაში ხედავს, რისთვისაც საჭიროა დადგინდეს ეროვნული სტანდარტი.
.ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მისაღები გამოცდების ტესტების და სასკოლო პროგრამის სრული თნხვედრა იქნებოდა, როგორც ამას ფილოლოგი კლარა ჩხაიძე ამბობს. ამით დაცული იქნება მოსწავლე ზედმეტი ხარჯებისგან, მასწალებლები კი თავის გამართლებას ვერ შეძლებენ. რადგან სწორედ იმის სწავლება მოეთხოვებათ, რაც მისაღები გამოცდების სავარაუდო ტესტებში იქნება გაათვალისწინებული.

Monday, November 2, 2009

ინკლუზიური სწავლების სისტემა საჯარო სკოლებში




ინკლუზიური სწავლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვას გულისხმობს სასკოლო პროცესში, რაც საქართველოში 2004 წლიდან დაინერგა. ამ პროგრამის სტრატეგიული მიზანია შეცვალოს დამოკიდებულება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ. საწყის ეტაპზე თბილისის მასშტაბით ათი საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც სათანადო პირობები უნდა შეუქმნას ამ ბავშვებს, რომ მათ მიიღონ განათლება, განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსებები.
ზოგადი განათლების კანონის თანახმად, ინკლუზიური სწავლება საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი მიმაართულებაა. იმისათვის, რომ კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ უნარ შეზღუდულ ბავშვებთან შეიქმნა განათლების ფაკულტეტი, სადაც ინკლუზიური განათლების თეორიასა და პრაქტიკას შეასწავლიან. ეს პროგრამა 2007 წლიდან შემუშავდა მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც პედაგოგიკისა და განათლების ფსიქოლოგიის ბაზისური ცოდნა აქვთ და სურთ, რომ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები გახდნენ. ამასთან ერთად სკოლები ფიზიკურად მომზადდა ინკლუზიური სწავლებისთვის.
მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი, ბელა ხუბუტია ამბობს, რომ მათ სკოლას 2007 წლიდან გადაეცა სპეციალური ავტობუსი ნორვეგიის მთავრობისგან, რაც მოსწავლეების სკოლაში ტარების უწყვეტ საშუალებას აძლევდათ: ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ბავშვების იზოლირება იწვევს სეგრეგაციას და ხდება მათი უნარების უფრო მეტად შეზღუდვა. ინკლუზიურ პროგრამით სწავლა კი იწვევს მათ ჩართულობას საზოგადოებაში.”
უნარ შეზღუდული ბავშვებისათვის საკმაოდ რთულია საგაკვეთილო პროცესზე სრულად დასწრება. ამ შემთხვევაში ყველა ინტეგრირებულ სკოლაში არსებობს რესურს ოთახი, სადაც სპეციალური პედაგოგია, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს განტვირთვაში.
”თითოეულ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, რადგან ამ ბავშვების მასალის ათვისების უნარი და მათი შესაძლებლობები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან”, ამბობს მამუკა კარტოზია, რომელიც პროფესიით ინჟინერია. ის ახლა სპეციალურ პედაგოგად მუშაობს სკოლაში და სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ეხმარება პროგრამის ათვისებაში.
ნიკუშა მარგველაშვილს ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვს, რაც ყურადღების გაფანტულობაში, ემოციის და ქცევის აგრესიულობაში ვლინდება. ის პირველ კლასში სწავლობს და ძალიან მოუსვენარია. მასწავლებელს ჯერ დაწერილი არ აქვს დაფაზე დავალება, რომ ნიკუშა უკვე მის წაშლას იწყებს. ამისკენ ნიკუშა კლასის სხვა მოსწავლეებსაც უბიძგებს, რაც დიდ არეულობას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები პატარები არიან და მათი გაკონტროლება რთულია. რადგან ნიკუშას მასწავლებელი შენიშვნას არ აძლევს ბავშვები ფიქრობენ, რომ ეს დასაშვებია და თვითონაც ეხმარებიან მას. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მასწავლებელი? პრობლემაც ეს არის, რომ ძირითადად არ იციან, რა უფრო მიზანშეწონილია, დასჯა, თუ ამ მოსწავლეების საქციელის უგულებელყოფა. მე-10 საჯარო სკოლის ფსიქოლოგის, თამუნა იორამაშვილის რჩევით კი, ამ შემთხვევაში ყველაზე გამართლებული იქნება, თუ ასეთი მოსწავლის არაადეკვატურ საქციელს გავამრთლებთ და ბავშვებსაც ავუხსნით, რომ ეს სწორია, ოღონდ მხოლოდ ნიკუშას აქვს ამის უფლება.
თამუნა იორამაშვილის განმარტებით, ძალიან ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ თავიანთ ბავშვს აქვს პრობლემა და აქედან გამომდინარე რეაბილიტაციის არასწორ ფორმას ირჩევენ. ისინი ფიქრობენ, რომ არსებობს ამ პრობლემის დაძლევის სხვა გზები, რომლის ძებნაშიც საკმაოდ დიდი დრო იკარგება და იზრდება ბავშვის იზოლირების საფრთხე.
ნუციკო ჭელიძესაც, რომელიც ასევე პირველ კლასშია, ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვს. ის მასწავლებლისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ნუცას არ შეუძლია პატარა მოთხრობის წაკითხვა, ამიტომ მასწავლებელი მცირე მონაკვეთის წაკითხვას თხოვს. თუკი ის კარგად წაიკითხავს, კარგ შეფასებასაც დაიმსახურებს პედაგოგისაგან, რაც აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან სწორედ ეს არის ნუცასთვის სასწავლო მიზანი.
ყველა ინკლუზიურ სკოლაში სპეციალური სასწავლო გეგმა მუშავდება თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალუარად, რაც მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. შედეგად მათთან მუშაობა ბევრად უფრო გამარტივებულია.
„ის კლასები, სადაც სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს სწავლობენ, გამოირჩევიან მეტი დისციპლინირებით, ორგანიზებულობით, მზრუნველობი და კიდევ ბევრი კარგი თვისებით ”- ამბობს მე-10 საჯარო სკოლის დეირექტორი ბელა ხუბუტია.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბაშვებს აქმდე მხოლოდ სპეციალიზირებულ სკოლებში შეეძლოთ ცოდნის შეძენა. ისინი იზოლირებული და გარიყულები იყვნენ საზოგადოებისგან. ახლა კი საჯარო სკოლებში სწავლობენ და ჩათულები არიან საგაკვეთილო პროცესში, თუმცა, ეს ყველაფერი დროებითია. სკოლის დამთავრების შემდეგ უნარშეზღუდული ბავშვების მომავალი კვლავ გაურკვეველია.

Thursday, October 22, 2009

იტალიური ენის კვირეული თბილისში





თბილისში იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დაიწყო, რომელის ფარგლებში, ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა იგეგმება.
კვირეული იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეურვეობით, რუსთაველის თეატრისა და შვეიცარიის საელოჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ახალგაზრდა მსახიობების, დრამატურგებისა და რეჟისორების შემოქმედებას.
კვირეულში წარმოდგენილი იქნება: სპირო შიმონეს მძაფრი ირონიით გაჟღენთილი ნაწარმოებები: ”დღესასწაული” და ”კონვერტი”. აქვე შეუძლია მაყურებელს იხილოს, დრამატურგისა და მსახიობის, ფაუსტო პარავიდინოს პიესა - ”ორი ძმა - 53 დღიანი ტრაგედია ოთახისთვის” , მწერალ ჯონათან ლევის - ”სხეულთა ვარდნა” და ფაუსტო პარავიდინოს პიესა ”ნატურმორტი თხრილში”. სპექტაკლები რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე იქნება წარმოდგენილი, იტალიურ და ქართულ ენაზე, რომელიც 3 და 6 საათზე გაიმართება.
იტალიის საელჩოს თანამშრომელის ხათუნა ცხადაძის განმარტებით, ოთხივე პიესა სტუდენტების მიერ ითარგმნა. ”უკვე მე-9 წელია, რაც ეს ფესტივალი ტარდება საქართველოში და კიდევ გაგრძელდება, რადგან უკვე ტრადიციად იქცა”.
იტალიის საელჩოს კულტურის ატაშემ - როზალია კორადომ განაცხადა: ”ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ერთობლივი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით წელს, რადგან ეს არის წინაპირობა სამომავლო პროექტისა, რის ფარგლებშიც იგეგმება ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა.
დღეს წარმოდგენილი იყო, სპირო შიმონეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ”კონვერტი”, რომლიც მკვეთრად პოლიტიკური ხასიათის ნაწარმოებია. ის ინდივიდსა და ძალაუფლებას შორის კავშირზე გვიამბობს. რეჟისორი გიორგი ხარებავას თქმით, რეჟისორებს სულ რაღაც 2-3 კვირა ქონდა იმისათვის, რომ სპექტაკლი მაყურებლის წინაშე წარედგინათ: ” არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა სულაც არ იყო ისეთი რთული, როგორც წარმომედგინა. პირიქით ძალიან საინტერესოც კია”-განაცხადა მან.
სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელს მარჩელა ბანიონს, აქამდე მხოლოდ სკოლის თეატრში უთამაშია,თუმცა როგორც თავად აღნიშნა:” მართლაც ძალიან სახალისო იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა და რაც მთავარია როლები მოვარგეთ ჩვენს პიროვნებებს”. კითხვაზე აპირებს თუ არა მსახიობობას, პასუხობს, რომ უკვე ძალიან გვინია მისთვის პროფესიის შეცვლა, მაგრამ ასეთ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა.
ფესტივალი 25 ოქტომბერს დენის რაბალიას ფილმით ”მარჩელო მარჩელო” დაიხურება. კინოჩვენება იტალიურ ენაზე იქნება (ქართული სუბტიტრებით). ვისაც იტალიური ხელოვნება და შემოქმედება უყვარს, ეს კვირა ნამდვილად მათთვისაა.