Thursday, July 29, 2010

ბადრის მოლოდინში

ბ. ბადრის (შემდეგში მხოლოდ სახელით მოვიხსენიებ), რომ ელოდები ეს უკვე პრივილეგიაა და აბა თუ გამოიცნობთ, ვინ არის ეს პირივილეგირებული ადამიანი?.. რა თქმა უნდა მე! ხოდა ამ მოლოდნის დროს, რა უნდა აკეთო, ჭერში ყურება რომ მოგბეზრდება და თან ოცნებაც ცოტა არ იყოს და უადგილოა, მაინც ბადრის ოფისში ხარ და?... არც არაფერი, კალამი უნდა მოიმარჯვო და შენს ფიქრებს ფურცელზე მოუყარო თავი. მეც ზუსტად ასე მოვიქეცი. ეს ხერხი ხომ უკვე ბევრჯერ ნაცადი და აპრობირებულია ჩემთვის.
ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ ისეთი მოთბინების უნარი მაქვს, ნებისმიერს შეშურდებათქო, მაგრამ ვცდებოდი. მაშინ, როცა ამას ვფიქრობდი, ან ძალიან მოცლილი ვიყავი, ან მართლა არ მანაღვლებდა დროის უქმად დაკარგვა. რომ გითხრათ მთლად უქმად ვკარგავ დროსთქო, ესეც არ იქნება მთლად სიმართლე და იცით რატომ? ჯიპას რომ დავამთავრებ მე მეცოდინება ჟურნალისტის პრინციპები და ის, თუ როგორ უნდა გამოვიკვლიო ჟურნალისტური ეთიკა. ეს ყველაფერი კი, ალბათ, იმაში დამეხმარება, რომ ყველაზე „ეთიკური ჟურნალისტი“ ვიყო საქართველოში და თუ გამიმართლა მსოფლიოშიც.
კვლევას რაც შეეხება, შეიძლება, ჩემი კარიერის მანძილზე არც ერთხელ არ ჩავატარო კვლევა(რისი დიდი იმედიც მაქვს), მაგრამ კვლევის მეთოდები ცხოვრებაში მაინც გამომადგება, რაც დიდი პლიუსია და მადლობა ვის?
ბადრი კოპლატაძეს! თუმცა შეიძლება ნაადრევიც იყოს ჩემი მადლობა. 