Tuesday, March 23, 2010

წყვილები

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ბლოგი არ გამხსენებია, უფრო სწორად, დავალება არ მქონდა შესასრულებელი და მეც რათქმაუნდა არც კი მიფიქრია იმაზე, რომ რამე დამეწერა.
თუ ასეა, მაშინ რატომ ვწერ?.. ჩემი წერილის სათაურს შეხედეთ და მიზეზი სწორედ მანდ არის(თუ ვინმე წაიკითხავთ). ამ საღამოს იმდენი წყვილი შემხვდა, ან უბრალოდ მომეჩვენა, რომ ყურადღება გავამახვილე.
პირველი წყვილი თავისუფალი თეატრიდან გამოსულს შემხვდა, ბიჭი აშკარად ნასვამი იყო და ხმამაღლა ლაპარაკობდა, გოგო კი მის დამშვიდებას ცდილობდა და ისე მორცვად შემომხედა, თითქოს მიხვდა, რომ დღეს მათზე დავწერდი. მათ შესახებ სხვა რა უნდა გითხრათ არ ვიცი. კიდევ ერთ ხელჩაკიდებულ ორ ადამინს მოვკარი თვალი სანამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩავჯდებოდი. ვიდრე ეს ჩემი ე.წ. მარშუტკა(თუ შემდეგში კიდევ გამოვიყნე ეს სიტყვა პრჭყალებში ჩავსვავ) დაიძვრებოდა, კიდევ ერთი წყვილი გამოჩნდა ჰორიზონტზე, ოღონდ ესენი ხეჩაკიდებულები სულაც არ იყვნენ, პირიქით გოგო რაღაც გაბრაზებული და უკმაყოფილო მომეჩვენა, ბიჭი კი მის დამშვიდებას, ან მისთვის გაგებას ცდილობდა. შემდეგ შემოიხედეს და ისეთი ადგილი, რომ ვერ დაინახეს სადაც ერთმანეთის გვედით დასხდებოდნენ, ამოსვლა გადაიფიქრეს. ალბათ, რამდენიმე წუთიც არ უნდოდათ ცალ-ცალკე მსხდარიყვნენ. გოგონამ წარბები კიდევ უფრო შეაერთა, კარები დახურა და ეს კი მართლა თვითონ თქვა:”შემდეგს დაველოდოთ”.
კიდევ რამდენიმე წყვილი დავინახე, მაგრამ იმდენად სწრაფად ჩავიარეთ, რომ მხოლოდ იმას გაფიქრება მოვასწარი, ალბათ ესენიც ტრანსპორტს ელოდებიან მეთქი. ხო, აი კიდევ რა გამხსენდა, გაჩერებაზე იდგა ორი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, ხელი ერთმანეთისთვის ქონდათ ჩაკიდებული და გოგო ფეხს გამალებით იქნევდა წინ და უკან. რას უნდა ნიშნავდეს ეს ჟესტი მართლა არ ვიცი. კარგი იქნებოდა, რომ მეკითხა და რადგან ამის საშუალება არ მქონდა და სავარაუდოდ არც ვკითხავდი, გადავწყვიტე მარტო დამეტოვებინა, თან იმ ”მარშუტკამ”, რომელშიც მე ვიჯექი ჩაიარა და ჩემი ფიქრებიც სხვაგან წავიდა. სად მაგას ნამდვილად ვერ გამოიცნობთ? იმიტომ რომ იქვე იყო, უბრალოდ ბუტირკას ”ჰანგებმა” დარღვია ჩემი მყუდროება და უცებ გამოვფხიზლდი.
სახლში მოსულმა მაშინვე გადავწყვიტე ჩემს მიერ დანახული წყვილების შესახე დამეწერა. შეიძლება მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მთავრი აქ ის არის, რატომ შევნიშნე ახლა ეს ადამინები და არა აქამდე. ამაზე პასუხი კი ასეთია: ლექციაზე როგორც კი ავხმაურდებით ხოლმე მე და ჩემი ჯგუფელები(ვინც არ იცის GIPA-ში ვსწავლობ), გამართლებას იმაში ვპოულობთ, რომ გაზაფხული მოვიდა. იქნებ ამ წყვილების გამოჩენის მიზეზიც ეს არის, ან უბრალოდ არ ჩამეძინა ”მარშუტკაში” ჩაჯდომისთანავე და მაგიტომ.
გაზაფხული მოვიდა. მარტის ბოლოა და დათბა. თქვენც მიბაძეთ წყვილებს: მოძებნეთ ვინმე, ჩაკიდეთ ხელი და იარეთ ასე.:))))