გამოცდილ პახოდელებს წინასწარ ბოდიშს ვუხდი, თუ რამე გამომრჩება.:)
დანიშნულ დროსა და ადგილზე არ უნდა დაიგვიანო, მაგრამ თუ მაინც დაიგვიანე, იცოდე რომ შენ არავინ დაგელოდება.
თუ ხალხს, ვისთან ერთადაც "პახოდში" მიდიხარ არ იცნობ, მერწმუნეთ, რომ სულ რამდენიმე საათში მონათესავე სულები გახდებით.
მხოლოდ ის ტანსაცმელი უნდა წაიღოთ, რაც გამოგადგებათ:: საწვიმარი, წყალგამძლე ფეხსაცმელი და ისეთი შარვალი, რომელიც მალე შრება.
ტანსაცმელი აუცილებლად ცელოფანში უნდა ჩააწყოთ და საგულდაგულოდ შეფუთოთ. "ვაიდა" წვიმამ მოგისწროთ და თქვენი ჩანთა კი წყალგამძლე არ არის.
დანიშნულების ადგილზე რომ მიხვალთ, პირველ; რიგში კარავი უნდა დასცეთ და ჩანთებიც შიგნით შეინახოთ, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიმდებარე ტერიტორის დასალაშქრად წასვლა.
თუ გგონიათ, რომ არსად წასვლა არ არის საჭირო და კარავში შეძრომა გირჩევნიათ, რომელიც ჯერ გაშლილი არ არის და სავარაუდოდ არც გაიშლება, სულ ტყუილად, ყველაფერს ხმათა უმრავლესობა წყვეტს და შენ აუცილებლად მარტო დარჩები შენს სურვილებთან ერთად.
იმ შემთხვევაში, თუ გზაში წვიმა მოგისწრებთ და ცოტა ხანში ეს წყლის წვეთები ყინულის ბურთებად გადაიქცევა სასურველია კეპი გქონდეთ. ეს იმის შეგრძნებას შეგიქმნით, თითქოს ფანჯრიდან იყურებით, ოღონდ ამისთვის კარგი წარმოსახვის უნარიც დაგჭირედებათ.
თქვენს წინ აუცილებლად ვინმე უნდა იყოს, რომლის ნაკვალევსაც მიყვებით, რადგან ტალახში ჩავარდნა აიცილოთ თავიდან. მაგრამ თუ ესეც ვერ დაგეხმარათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა, შენს წინ მიმავალს ავიწყდები, ერთადაერთი გამოსავალია, რომ ნიადაგი კარგად მოსინჯოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწუწუნოთ, თორემ შენი თანაგუნდელები მეორედ "პახოდში" არ წაყვანით დაგემუქრებიან. თუ ჭკუა გეყოფა და თან კიდევ გინდათ "პახოდში" წასვლა, უნდა შეეცადო, რომ ყველა გასაჭირი გმირულად თუ არა, მდუმარედ მაინც აიტანო.
თუ გარეთ წვიმს, კარავში წყალი ჩამოდის და მხოლოდ წითელი კოლგოტიღა დაგრჩა მშრალ მდგომარეობაში, გამოსავალი: შავი კოლგოტის წაღებაა.
თუ ა, ბ, ც და დ გეგმა არ ამართლებს, როგორ შეიძლება გათბე, პატრულში დარეკე, მაშინაც კი თუ ტელეფონი არ იჭერს და მთელი 18 კილომეტრის გავლა გჭირდება იმისთვის, რომ სიგნალი დაიჭიროს.
ისეთი სასაცილო ისტორიები არ უნდა მოყვე, რომ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი შენი ზედმეტსახელი გახდეს. მაგალითად: უმბერტო.
ყველანაირი სიტუაციის მიუხედავად ისეთი სიტყვები არ უნდა გამოიყენო, მეორე დღეს ყველაფერის დავიწყება, რომ გინდოდეს. ეს არ მოხდება, იქ, სადაც facebook არსებობს.
კარავი კარგად უნდა "ჩარაზოთ", მაგარმ ტრიტონი, თუ არა ლოქორია მაინც დაგხვდებათ "ლოჯიაში".
თუ დაღმართია და ფეხი ისე გიცურავთ, რომ ჩამოსვლა შუძლებელია, დასხედით და ინერციით წამოდით, მიწას არ აცდებით.
აუცილებლად გეყოლებათ დღის გმირი, თუ ასე არ მოხდა, მაშინ თქვენი საქმე ცუდად არის.
თუ იმ ყველაფერის შემდეგ, რაც მე მოგიყვეით კიდევ გინდათ "პახოდში" წასვლა, წელზე დოინჯი შემოირტყით, შემდეგ შემოთავაზებას დაელოდეთ და სკუპ-სკუპით წაცუნცულდით.