რატომ სჭირდება ბავშვს რეპეტიტორთან მომზადება?
მისაღები გამოცდების ტესტების შედგენა სკოლის პროგრამის გათვალისწინებით არ ხდება. ის უფრო მაღალ სტანდარტს მოითხოვს, ვიდრე ამას საშუალო განათლება იძლევა. თერთმეტი წელი სკოლაში სწავლა საკმარისი არ არმოჩნდა და ამიტომ კიდევ ერთი წლით გაზარდეს მისი ხანგრძლივობა. პრობლემათა ნუსხა კი, რომელიც განათლების ამ სფეროში იყო არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. არასაკმარისი დაფინანსება, მასწავლებლების არასათანადო კვალიფიკაცია და ერთიანი ეროვნული სისტემის უქონლობა სწორედ ის საკითხებია, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, მაგრამ მსხვერპლი ყველა შემთხვევაში ერთია - მოსწავლე.
უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისში ძვირადღირებული სკოლები დაარსდა, რომლებიც მოსწავლეების სახსრებით ფინანსდება და ასე უზრუნველყოფს მათთვის საუკეთესო განათლების მიცემას. აბიტურიენტებს მომზადებაც აღარ დასაჭირდებათ რეპეტიტორებთან და სკოლაში მიღებული ცოდნით ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. მაგრამ ამის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან კურსდამთავრებულები არ ყავთ. თანაც ეს სკოლები მხოლოდ იმ მოსწავლეებზე არიან პასუხისმგებლები, რომლებიც პირველი კლასიდან მათთან სწავლობენ.
51-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კლარა ჩხაიძე ფიქრობს, რომ ხშირად სკოლის პროგრამიდან გადახვევაა მისაღები გამოცდების ტესტებში, რის გამოც მოსწავლე იძულებულია დამატებით იაროს რეპეტიტორთან და ცოდნა გაიღრმაოს. ”ბიზნესი მოსწავლის ხაჯზე არავის არ შერჩება”. ამბობს ქალბატონი კლარა. იმ სკოლებში კი, სადაც მოსწავლეების დასწრება გაკვეთილებზე მკაცრად არის გაკონტროლებული, კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა. ბავშვები სხვა სკოლებში გადადიან, სადაც უფრო ლოიალური მიდგომაა გაცდენებისადმი. ამიტომ მხოლოდ ერთმა სკოლამ კი არ უნდა მოითხოვოს გაკვეთილებზე დასწრება, არამედ ყველამ.
გარემო სიტუაციაა ისეთია, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ბავშვი, ან შინაურულად არ დადის, ან უბრალოდ სხვაგან გადადის.”12 კლასს კი საერთოდ არა აქვს დატვირთვა, რადგან ზოგიერთ საგანში ჯერ პროგრამაც კი არ არის დადგენილი”-აცხადებს ფილოლოგი ლიკა კაჭარავა.
საშუალო განათლბის მიღება ყოველთვის პრიორიტეტი იყო, ახლაც ასეა, ოღონდ არა სკოლებში, არამედ რეპეტიტორებთან, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაც ჯდება.ქეთი ნავერიანი, რომელიც 58-ე სკოლაში სწავლობდა და უკვე ერთი წელია, რაც 6-ში გადავიდა, თუმცა მას სხვა მიზეზი ქონდა სასწავლო დაწესებულების შეცვლისა, ფიქრობს, რომ საჯარო სკოლები არ აძლევენ ბავშვებს შესაბამის განათლებას და ამიტომ ემზადებიან რეპეტიტორებთან.”თუ მოსწავლეს მონდომება ექნება, გამოსავალიც მეტია, მაგრამ სკოლაც უფრო მომთხოვნი და მობილიზებული უნდა იყოს.” ქეთის ერთ მასწავლებელთან მომზადება 1000$ უჯდება, ის ოთხ საგნის ჩაბარებას აპირებს, რაც საერთო ჯამში, საკმაოდ სოლიდური თანხაა.
”ისეთი ტენდენცია შემოვიდა, რომ თუ მოსწავლე არ მოემზადა, სკოლის ცოდნით გამოცდებს ვერ ჩააბარებს, მოდაში შემოვიდა, თორემ რატომ ვერ უნდა ჩააბარო?... ბავშვს თუ სწავლა უნდა , სკოლაში ის ბევრ რამეს შეიძენს, მერე, ბოლოში, გადამოწმების მიზნით შეძლება მასწაველებელმა გააკონტროლოს”.- აცხადებს 51-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი. იმის ალბათობას, რომ ბავშვს რეპეტიტორი მართლა სჭირდება, ამას არვინ არ უარყოფს, ზოგი პირდაპირ და ზოგიც შეფარვით
მე-20 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ქეთევან იაკობაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლებში შესაბამისი განათლების მიღებას ხელს უშლის მოსწავლეების დიდი რაოდენობა კლასებში.”კანონი, რომელიც გამოვიდა მხოლოდ მე-4 კლასამდეა გათვალისწინებული, დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ გვყავს 45 ბავშვი”.რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი იყოს, როცა ბავშვები გაკვეთილებს აცდენენ, მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. სკოლაში კი ძირითადად იმის გამო ვერ მოდიან, რომ დილამდე კომპიუტერთან სხედან. მშობლები კი ვერ ერევიან თავიანთ შვილებს - ამობობს ქალბატონი ქეთევანი.
ლოგისტიკის განყოფილების უფროსის მამუკა თოფურიას აზრით, სწავლების პროცესი საჯარო სკოლებში ძალიან დაბალ დონეზეა. ”ფაქტიურად შემოგვეცალა კვალიფიციური სპეციალისტები, არ არის კარგი წიგნები და ამის დეფიციტი შეავსო რეპეტიტორმა. ბავშვს სჭირდება კონტროლი, იმისათვის რომ ისწავლოს. დასწრების მექანიზმი კი, რომელიც ყოველთვის არსებობდა სკოლში მოიშალა. ხელფასებიც დაბალია და შესაბამისად პედაგოგების მოტივაცია, რომ ასწავლონ ნაკლებია. ბავშვი კი ცდილობს ეს დანაკლისი კერძო სექტორით შეავსოს”.ამბობს მამუკა თოფურია და ამ სიტუაციიდან გამოსავალს საშუალო სკოლებში განათლების ამოწევაში ხედავს, რისთვისაც საჭიროა დადგინდეს ეროვნული სტანდარტი.
.ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მისაღები გამოცდების ტესტების და სასკოლო პროგრამის სრული თნხვედრა იქნებოდა, როგორც ამას ფილოლოგი კლარა ჩხაიძე ამბობს. ამით დაცული იქნება მოსწავლე ზედმეტი ხარჯებისგან, მასწალებლები კი თავის გამართლებას ვერ შეძლებენ. რადგან სწორედ იმის სწავლება მოეთხოვებათ, რაც მისაღები გამოცდების სავარაუდო ტესტებში იქნება გაათვალისწინებული.